დასახელება:
SAT-ის ვერბალური ნაწილის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას SAT-ის ვერბალური ნაწილის მასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/
ადგილმდებარეობა: თბილისი
ადგილების რაოდენობა: 1
დატვირთვა: არა სრული სამუშაო განაკვეთი (Part-time), კვირაში 15 საათი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ SAT-ის ვერბალური ნაწილის მასწავლებელს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული კითხვა-წერისა და ენის უნარების გაუმჯობესებაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება SAT-ის სტანდარტის შესაბამისად;
** მოსწავლეებთან მუშაობა ტექსტის გაანალიზებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე;
** გრამატიკისა და წერის ძირითადი წესების განმტკიცება;
** პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სატესტო დავალებების ჩატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (C1);
** SAT-ის ვერბალური ნაწილის სწავლების გამოცდილება სასურველია/აუცილებელია;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობა და მოქნილი განრიგთან შეგუების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო განრიგს.
გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ hrtbilisi@schoolprogress.ge. სათაურში მიუთითეთ: "SAT Verbal Teacher - თქვენი სახელი".
ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39.
️
გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა "პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|