Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=669463&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
ყავის სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების (FRANKE, Bianchi, Schaerer, DR. Coffee, Astoria, SAECO) და ასევე, ყავის ბრენდების: "CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია მუდმივად ცდილობს იყოს ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ამ ეტაპზე გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია ტექნიკურ სპეციალისტზე, კერძოდ, Franke-ს ფირმის ყავის აპარატების გამოცდილ სპეციალისტზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** გეგმიური და არაგეგმიური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ყავის აპარატების მარაგების შექმნა.
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალურობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** Franke-ს ფირმის ყავის აპარატებთან 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 3000ლ (ნეტ)
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურებას ემატება 150 ლ ავტომანქანის ცვეთის;
** საწვავი;
** ულიმიტო სასაუბრო;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების პერსპექტივას;
** სტაბილურ შემოსავალს;
** მეგობრულ გუნდს;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია