დასახელება:
ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია "ფორსაით ინვესტმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ ა. გელოვანის გამზირი, 52
კატეგორია: ფინანსური/ანალიტიკური
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ან საბანკო/საფინანსო სექტორში, რეპორტინგის ან ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით
** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბუღალტერია ან მონათესავე სფერო)
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** SQL-ის ცოდნა და ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და რეგულაციების საბაზისო ცოდნა
ენები:
** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი
უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** რიცხვებთან სწრაფად და ზუსტად მუშაობის უნარი
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი
სამუშაოს აღწერა:
** ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების (დღიური, თვიური, კვარტალური, წლიური) მომზადება და წარდგენა რეგულატორისთვის, ინვესტორებისა და შიდა მენეჯმენტისათვის დადგენილი ვადების დაცვით
** მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და ანალიზი სხვადასხვა წყაროდან
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში SQL-ის გამოყენებით
** თანამშრომლობა შიდა დეპარტამენტებთან ინფორმაციის დროულად და სწორად მიღებისა და გადაცემის მიზნით
** ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის ვადების კონტროლი
** ანგარიშგების პროცესების მუდმივი დახვეწა და ეფექტურობის გაზრდა
** ანალიტიკური მასალებისა და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისათვის
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@foresight.ge და თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელიც შესაძლებელია რამდენიმე ეტაპად ჩატარდეს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|