Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ფუნქცია მოვალეობები:

** ადმინისტრაციული საქმის შესრულება, რომელიც ხელს უწყობს დეპარტამენტისა და ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას;
** წერილების მომზადება, მიღება და გაგზავნა;
** დოკუმენტაციისა და ინფორმაციის აღრიცხვა/შენახვა;
** გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესებში;
** ხელმძღვანელისთვის შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ოფის მენეჯერის ან ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება: 1500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სათაური - "ადმინისტრაციული ასისტენტი".

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე