დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეთრეულის სამრეცხაო
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
თეთრეულის სამრეცხაო აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე
მისამართი: ა. გოგოლაურის I შესახვევი #4, თბილისი (წერეთლის მეტროსთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 1 დღე დასვენება
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს გუნდი, უზრუნველყოს პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობა და პარტნიორ სასტუმროებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** პერსონალის შერჩევა, სამუშაო გრაფიკის შედგენა და თანამშრომლების ეფექტურად მუშაობის კოორდინაცია;
** ხარისხის კონტროლი და ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველყოფა;
** სრულ საოპერაციო პროცესზე, მათ შორის დანადგარების და ინვენტარის ტექნიკურ გამართულობაზე ** პასუხისმგებლობა და შეფერხების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** მარაგების კონტროლი და კომუნიკაცია დისტრიბუტორებთან;
** პარტნიორ სასტუმროებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობა - ავტომატურo პრესის უთოსთან მუშაობა, შრობა, დაკეცვა, შეფუთვა;
** ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება და სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევბეი:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია შემდეგ ელფოსტაზე info@gcleaning.ge ან დაგვიკავშირდით: +995 599 40 66 00
|
|
|
|