დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
NEXT
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
კომპანია "NEXT Property" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
** ტექნიკური პრობლემების ანალიზი და მათი ეფექტური გადაწყვეტა;
** პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** თანამშრომლების ტექნიკური დახმარება და კონსულტაცია (Help Desk);
** მონაცემთა სარეზერვო ასლების (backup) შექმნა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სისტემური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** პროგრამული ლიცენზიების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ოპერაციული სისტემების (Windows) ცოდნა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP და სხვ.);
** პრობლემების გადაჭრის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ენის ფლობა ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთზე;
** ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: it@nextgroup.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|