Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=668832&print=yes&view=jobs
 
პროფესორი, ასოცირებული პროფესორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე, შემდეგი მიმართულებებით:

პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

მიმართულება:

** საერთაშორისო ურთიერთობები

ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)

მიმართულება:

** სოციოლოგია
** ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო

მოთხოვნები:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

ასოცირებული-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

კონკურსის ჩატარების ვადები:

** საბუთების მიღება - 2025 წლის 17 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით
** კანდიდატებთან გასაუბრება - 24 ოქტომბერი

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია