დასახელება:
ოკუპაციური თერაპევტი
|
მომწოდებელი:
ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
ქართული-ავსტრიული ორგანიზაცია ა (ა)იპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" (ჰოლისი) აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოკუპაციური თერაპევტის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.
** ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
მოვალეობები:
** ბავშვის/მოზარდის ადაპტაციური - ფუნქციური უნარების შეფასება; მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბავშვის/მოზარდის მხარდაჭერის გეგმის შედგენა;
** სენსორული უნარების შეფასება; სენსორული უნარების განვითარების პროგრამის შედგენა და განხორციელება;
** ფიზიოთერაპევტებისა და განვითარების სპეციალისტებთან ერთად ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
** სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.
პიროვნული უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას (ავსტრიულ ცენტრებში ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით).
სამუშაო განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 8:00-დან 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
|
|
|
|