Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=668778&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დიჯიტრონი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
კომპანია "Digitron" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პირველადი კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება შესაბამის პირთან
** ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება/უკუკავშირი
** შემომავალი და გამავალი ბეჭდური კორესპონდენციის მართვა/ადმინისტრირება
** ვიზიტორების მიღება
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში (ტაქსის გამოძახება, შეხვედრების ოთახების დაჯავშნა/კონტროლი, მივლინების ორგანიზება და სხვა)
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება (ტაქსის მგზავრობის ხარჯი, კორესპონდენცია) და შესაბამისი პირისთვის მიწოდება
** საკანცელარიო მარაგების კონტროლი
** საჭიროების მიხედვით, სხვა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** ოფისის მენეჯერის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირი კომუნიკაცია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@balance.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 06.10.2025

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია