დასახელება:
ავტომობილების გაქირავების აგენტი
|
მომწოდებელი:
Enterprise Rent A Car
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორატიულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ საიტზე: http://www.enterprise.com
"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომლებს ავტომობილების გაქირავების აგენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის გაწევა
** ავტომობილების მომხმარებლისთვის გადაცემა და უკან ჩაბარება
** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება/გაფორმება
** ავტომობილების მოვლა შენახვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** დამატებითი სერვისების გაყიდვა
** ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
სახელფასო შუალედი: 2000-2500 ლარი (ფიქსირებული და საბონუსე სისტემით)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: operations@ehiglobal.ge
|
|
|
|