Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=668768&print=yes&view=jobs
 
კონტენტის შემქმნელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: აილაინი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სამედიცინო ცენტრი "აილაინი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტის შემქმნელის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

კონტენტ მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის კონტენტ სტრატეგიის და სოციალური მედიის აქტივობების მართვაზე. ის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნას და მის განთავსებას კომპანიის სოციალურ ქსელებში.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** სოციალური მედიის კამპანიების მართვა და განხორციელება.
** საჭიროებისამებრ ვიდეო, ბლოგები, სტატიები, ინფოგრაფიკა და სხვა კონტენტის ფორმების შექმნა, მათი განთავსება სოც. ქსელებში კომპანიის გვერდზე.
** ანალიტიკა, განთავსებული კონტენტის ანალიზი და რეპორტინგი საჭიროებისამებრ.
** კონტენტ კამპანიების წარმატების და შედეგების შეფასება.
** მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი.

კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია კვალიფიკაცია მარკეტინგის ან სოციალური მედიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ანაზღაურება: 1500ლ-დან
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: eyelinehr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია