Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=668691&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბელმარტი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია "ბელმარტი" - 15 წელია ეწევა პრემიუმ ხარისხის სასურსათო პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და პროდუქტების მაღალი ხარისხის სტანდარტს.
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: საწყობის თანამშრომელი

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, სპირიდონ კედიას #15
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის აგროვება
** სასაწყობე ფართის პროდუქციის მისაღებად მომზადება
** პროდუქციის მიღება
** დასაწყობებული პროდუქციის საწყობიდან გატანა და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა
** დაბრუნებული პროდუქციის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა და დახარისხება
** სისუფთავეზე ზრუნვა

სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათის 09:00 - 17:00
ანაზღაურება: 1300 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:+995 579 90-01-96
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია