Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=667803&print=yes&view=jobs
 
ავტოპარკის სერვისების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის სერვისების მენეჯერი
მომწოდებელი: Enterprise Rent A Car
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორატიულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ საიტზე: http://www.enterprise.com

"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ავტოპარკის სერვისების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (მექანიკა) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ავტომობილის ტექნიკური ნაწილის საბაზისო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** ავტომობილების სერვის ცენტრებში ტრანსპორტირება
** დაზიანებული ავტომობილის ჩანაცვლება და ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე
** ავტომობილის საბურავების სეზონური შეცვლა და დასაწყობება
** მომხმარებლებისთვის გზაზე დახმარების სერვისის უზრუნველყოფა
** ავტომობილების გასაქირავებლად მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ავტომობილების ტრანსპორტირება ლოკაციებს შორის
** ავტოპარკის მოვლა შენახვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

სახელფასო შუალედი: 1, 200-1, 600 ლარი (მოქმედებს საბონუსე სისტემით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: fleet@ehiglobal.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია