Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიქსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს PREMIX ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.

შპს PREMIX-ის შექმნისას გვჯეროდა რომ — სანდოობა, საქმისადმი ერთგულება და ადამიანური დამოკიდებულება ნებისმიერი წარმატების საწყისია. ყველაფერი კი 2002 წლის 4 დეკემბერს დაიწყო. შპს PREMIX შეიქმნა იმ სურვილით, რომ საქართველოში იარსებებდა ადგილი, სადაც ხარისხიანი, ორიგინალი ავტონაწილები, სანდო ავტო სერვისი და ადამიანური დამოკიდებულება ერთ სივრცეში შეხვდებოდა ერთმანეთს.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ.გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე. (ფიქსირებული + ბონუსი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
** აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება და მათი მოქმედების პირობების ახსნა.
** შეკვეთების მიღება, დამუშავება, გამზადება და დროული გადაცემა.
** ელექტრონულ პროგრამა FINA-ში კომპეტენციის ფარგლებში მონაცემების შეტანა, შეკვეთების დამუშავება და ოპერაციული აღრიცხვა.
** სალარო ოპერაციების სრული ციკლის მართვა - გადახდები და ჩარიცხვები, ინვოისები, ანგარიშ-ფაქტურების გაცემა და სხვა.
** მიღებული პროდუქციის გადათვლა, შემოწმება და დასაწყობება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები);
** გაყიდვების/მომსახურების/საავტომობილო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160

მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი პრემიქსის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე