Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=665674&print=yes&view=jobs
 
მარკეტოლოგი/SMM სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტოლოგი/SMM სპეციალისტი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტოლოგი / SMM სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17 ბ
ორშ-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: 1200 ლარიდან (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროგრამა Canva-ს ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** რუსული ენის ფლობა (აუცილებელია);
** წარმატებული SMM ქეისების ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბლოგერებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო მასალების განხორციელება დადგენილ ვადებში;
** რეკლამის განთავსება და მართვა;
** Google Maps და Yandex Maps პროფილების სრულად წარმოება;
** სოციალური ქსელების მართვა;
** ტარგეტირებული რეკლამის გაშვება.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარი
** ანალიტიკური უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე რუსულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge

რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია