Робота для біженців з України
მარაგების მართვის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების მართვის ასისტენტი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში)
აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარაგების მართვის სპეციალისტი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მარაგების რაოდენობის და ვადების კონტროლი და რეპორტინგი;
** კომპანიის გაყიდვების ანალიზი, გაყიდვების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით შემდგომი პერიოდის პროგნოზის შემუშავება;
** ლოჯისტიკურ პროცესებში დახმარება, ტრანსპორტის მოძიება;
** პროდუქტის ეტიკეტირებაზე ზრუნვა;
** მომწოდებლებისთვის და მენეჯმენტისთვის სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება;
** კომპანიის გაყიდვების, ფინანსურ და მარკეტინგულ გუნდებთან აქტიური კომუნიკაცია დასახული მიზნების მისაღწევად;
** სხვადასხვა არარეგულარულ პროექტებში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით)
** სავალდებულოა - ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა
** სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პირობები:

კვირაში 5 სამუშაო დღე - 10 სთ - 18 სთ
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის 2
ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია
ანაზღაურება 1 800 ლარი (net)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მარაგების მართვის სპეციალისტი

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე