დასახელება:
დასუფთავების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Brosse Garden
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
სასტუმრო "Brosse Garden"-ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა 6/8 (ოპერის უკან).
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი
** "სასტუმროში არსებული სტანდარტების დანერგვა და მათი დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** სასტუმროს პროგრამაში ასახული მონაცემების ცვლილებების მართვა/ზედამხედველობა
** სამუშაოს პროცესის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა მინიმუმ 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრული გარემო
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@brossegarden.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|