Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=665189&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Topline
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ტოპლაინი" გთავაზობს ვაკანსიას გაყიდვების და ფრონტ მენეჯერის პოზიციაზე.

სფერო: პრემიუმ კლასის ავტომომსახურება და დითეილინგი შესაბამისად აუცილებელია ავტოსფეროს ცოდნა და ინტერესი!

ტოპლაინი გაძლევს შანსს:

** იღებდე ელასტიურ ხელფასს (გამოიმუშაო შენი წარმატების საპირწონე თანხა).
** იმუშაო მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში.
** გქონდეს ყოველდღიური შეხება წარმატებულ და შემდგარ ხალხთან.
** იმუშაო ყველასათვის საოცნებო სუპერმანქანების გარემოცვაში.

შენი ადგილი ტოპლაინშია, თუ:

** გამოირჩევი გაყიდვების და კომუნიკაციის უნარით.
** შეგიძლია საჭიროებების იდენტიფიცირება და საუკეთესო სერვისის შეთავაზება.
** ერკვევი და გაინტერესებს ავტოსფერო.
** ხარ ენერგიული, მონდომებული და მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.

აუცილებლად დასაკმაყოფილებელი კომპონენტები:

** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** ავტოსფეროს ინტერესი

მოვალეობები რომელიც შენს დაქვემდებარებაშია.

** მომხმარებლის მიღება, მისი საჭიროებების გაგება და სერვისის შეთავაზება.
** დითეილინგისა და სხვა მომსახურებების გაყიდვების მართვა.
** მომხმარებელთა შეკვეთების დამუშავება და მონაცემთა ბაზების განახლება.
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და სტრატეგიის გაუმჯობესება.
** მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** სერვისების პრეზენტაცია მომხმარებლისთვის.
** თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანიებთან.

პირობები:

** ხელფასი: საშუალოდ 3000₾-5000₾, დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ შენს მონდომებასა და შედეგზე.
** სამუშაო დრო: 9:30-18:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

არ გამოტოვო შენი შანსი, თუ დარწმუნებული ხარ რომ გაქვს საკმარისი კვალიფიკაცია და მიზანდასახულობა ამ პოზიციისთვის, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და მიუთითე პოზიციის დასახელება შემდეგ ელფოსტაზე: tornike.tsiklauri@topline.ge

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ:

Website - http://topline.ge/
Instagram - https://www.instagram.com/topline.ge
Facebook - https://www.facebook.com/topline.ge/

საკონტაქტო ელფოსტა: tornike.tsiklauri@topline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია