Робота для біженців з України
შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსი ექთნი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსი ექთნი
მომწოდებელი: ვიანი - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სს ვიანი - "ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსი ექთნი, ქალაქში - თბილისი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8

სამუშაო განყოფილება და გრაფიკი:

განყოფილება: შინაგანი მედიცინის განყოფილება
გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:

** შინაგანი მედიცინის სამსახურში ექთნის საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
** საექთნო გუნდის სამუშაო პროცესის მართვა და ზედამხედველობა;
** პაციენტებისთვის ხარისხიანი მოვლის უზრუნველყოფა კლინიკის სტანდარტების შესაბამისად;
** მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის სწორი განაწილებისა და გამოყენების კონტროლი;
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლიტიკებისა და პროტოკოლების შესრულება;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** სამუშაო პროცესების მართვის უნარი;
** პაციენტთა მოვლის სტანდარტებისა და კლინიკური პროტოკოლების ცოდნა;
** მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის გამოყენების წესების ცოდნა;
** გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას ("იმედი-L");
** თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას;
** "GPC"-ისა და "ფარმადეპოს" აფთიაქებში ფასდაკლებებს;
** "Fitpass"-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NxfAMXxd
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე