Робота для біженців з України
მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტში კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომერციული პოლიტიკის ყოველწლიური ანალიზი და მისი ეფექტურობის თაობაზე შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
** კომერციული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესების და რეკომენდაციების გათვალისწინება.
** მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის პერიოდული შესწავლა, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათ მიმართ შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა.
** პროფილური და არაპროფილური მომხმარებელთათვის დადგენილი საფასურების პერიოდული ანალიზი და მისი შესაბამისობის დადგენა კომპანიის საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
** გენერალური დირექტორის, დირექტორის კომერციულ საკითხებში, დეპარტამენტის უფროსის და განყოფილების უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს-ადმინისტრირება, ეკონომიკის ან/და ფინანსური მიმართულებები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** საოფისე პროგრამების (MC OFFICE) ცოდნა. (მათ შორის EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა)

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 23.09.2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე