დასახელება:
ფინანსური დირექტორი
|
მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის / ბიუჯეტირების და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 5000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ყველა ფინანსურ ოპერაციაზე ზედამხედველობა, შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და სხვა რეგულაციებთან.
** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა;
** ფინანსური რესურსების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბიუჯეტის ფორმირება და მისი შესრულებისა და გადახრების ზედამხედველობა რეგულარული ფინანსური ანალიზით;
** ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება, რისკების მართვა/მინიმიზაცია და მენეჯმენტის დროული ინფორმირება და ხელმძღვანელობისთვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა
** შვილობილი კომპანიების ფინანსური აღრიცხვიანობისა და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-მონიტორინგის პროცედურების შექმნა-დანერგვაში მონაწილეობის მიღება
** ფულადი სახსრების სწორი მიმართულებითა და კვალიფიკაციით შვილობილ კომპანიებში გადანაწილების სქემის შემუშავება
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მართვა და თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** 3 დან 5 წლამდე ფინანსურ დირექტორად მუშაობის გამოცდილება, სასურველია სხვადასხვა სფეროში.
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური პროგრამების და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სპეციფიკური რეპორტების შედგენა-ამოღების დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდურობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: k.korsantia@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური დირექტორის/ბიუჯეტირების და რეპორტინგის სპეციალისტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|