დასახელება:
ხელოვნებათმცოდნე / ხელოვნების მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
Schooler
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"Schooler" ეძებს ინოვაციურ და კრეატიულ ხელოვნებათმცოდნეს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა და სურს ჩაატაროს საინტერესო, შემეცნებითი ხელოვნების გაკვეთილები და ხატვის პრაქტიკული სესიები.
მდებარეობა: თბილისი / პეკინის 33
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი
მოვალეობები:
** ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ბავშვებისთვის გასაგები და ინტერაქციული ფორმით გაცნობა;
** შემოქმედებითი და ინოვაციური გაკვეთილების ჩატარება;
** ხატვის ტექნიკების სწავლება ასაკის მიხედვით;
** ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების და თვითგამოხატვის წახალისება;
** ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობების დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხელოვნებათმცოდნეობის, ხელოვნების ან დაკავშირებული სფეროს განათლება;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კრეატიულობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ქართულ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი (უცხო ენები ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ გრაფიკს (სასწავლო საჭიროებებზე მორგებით);
** პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში მონაწილეობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: schooler.edu@gmail.com
|
|
|
|