Робота для біженців з України
მძღოლი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, სათაო ოფისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების და სხვადასხვა დანიშნულების ნივთების გადატანა;
** ავტოტრანსპორტის ტექნიკურ და ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინ. 2 წელი;
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (მინ. B);
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);

უნარ-ჩვევები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე