Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659716&print=yes&view=jobs
 
ელექტროშემდუღებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროშემდუღებელი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას
ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტროშემდუღებლის პოზიციაზე

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნახშირბადოვანი და კონსტრუქციული ფოლადების შედუღება (ავტომატიზირებული და ნახევრად ავტომატიზირებული მეთოდებით);
** შედუღების დანადგარების გამოყენება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის ხელმძღვანელობით;
** დეტალებისა და კონსტრუქციების მოჭიდება ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში;
** ლითონის მომზადება შედუღებისთვის;
** დეფექტების შემსწორებელი შედუღება;
** დეტალებისა და ნაკეთობების გაწმენდა და სამარჯვებში ჩამაგრება;
** ელექტროდული მავთულის გაწყობა და გამოყენება;
** მარტივი ტექნიკური ნახაზების კითხვა;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);

შენიშვნა: დამწყებ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

უნდა იცოდეს ან მზად იყოს შეისწავლოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

** ელექტროშემდუღებელი ავტომატებისა და ნახევრად ავტომატების მუშაობის პრინციპი;
** კვების წყაროები და გამოყენების წესები;
** შედუღების ნაკერების სახეობები და დამუშავების ტიპები;
** ლითონის მომზადების წესები;
** მავთულის, ფლუსების და დამცავი აირის გამოყენების პირობები;
** საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების დანიშნულება;
** დეფორმაციის თავიდან აცილების მეთოდები;
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** განვითარებისკენ სწრაფვა;
** პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ 2025 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტროშემდუღებელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია