Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659715&print=yes&view=jobs
 
მღებავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მღებავი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას
მღებავის პოზიციაზე

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედაპირების შეღებვა, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალხარისხოვან დამუშავებას - საგოზავითა და გრუნტით დაფარვა და შემდგომი გაპრიალება;
** დეტალების შეღებვა ამოვლების მეთოდით და ფუნჯით, საგოზავისა და გრუნტის გარეშე;
** შესაღები ზედაპირების გაწმენდა კოროზიისგან, ხენჯისა და ძველი საღებავის ნარჩენებისგან;
** დეტალების გარეცხვა ტუტეებით, წყლით ან გამხსნელებით;
** ზედაპირების მომზადება შეღებვისთვის (განცხიმვა, ალიფით დაფარვა, გრუნტით დაფარვა);
** ლაქ-საღებავი მასალების გაფილტვრა და შეღებილი ნამზადების შრობა;
** გამოყენებული ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების (ფუნჯები, ტარა, საღებავმფრქვევი, შლანგები) გაწმენდა და გარეცხვა;
** ლაქ-საღებავებისა და მასალების მიღება და სამუშაო ადგილზე მიტანა;
** დეტალებისა და ნამზადის ჩამოკიდება და მოხსნა სპეციალური მოწყობილობებიდან;
** საღებავებისა და მასალების დალაგება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მღებავის ხელმძღვანელობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, არა სავალდებულო)

შენიშვნა: დამწყებ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

უნდა იცოდეს ან მზად იყოს შეისწავლოს შემდეგი საკითხები:

** ზედაპირების მომზადების წესები და შეღებვის ტექნოლოგიები;
** საღებავების, ლაქების, გრუნტებისა და საგოზავი მასალების გამოყენება;
** საღებავის შრობის რეჟიმები და ტექნიკური პროცესის მოთხოვნები;
** სამღებრო ინსტრუმენტების გამოყენება და მოვლა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** განვითარებისკენ სწრაფვა;
** ადაპტირებულობა ცვლილებებთან

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ 2025 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მღებავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია