Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659713&print=yes&view=jobs
 
მეთუნუქე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეთუნუქე
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მეთუნუქეს პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფურცლოვანი ლითონებისა და წნეხილი პროფილებისგან ნაკეთობების დამზადება ნახაზების, თარგებისა და ნიმუშების მიხედვით;
** ფურცლოვანი მასალის სწორხაზოვანი და ფასონური ჭრა მონიშვნითა და თარგების გამოყენებით;
** თხელფურცლოვანი ფოლადის მრუდხაზოვანი ჭრა ამძრავ ჩარხებზე;
** ნარიმანდების ღუნვა, დეტალებისა და ნაკეთობების სწორება;
** ფურცლოვანი მასალის მოწვა და ბურღვა კონდუქტორის ან მონიშვნის მიხედვით;
** დეტალების გადაჭრა, მოქლიბვა, გასუფთავება და მირჩილვა;
** გარსაცმებისა და დამცავი კონსტრუქციების აწყობა;
** სამუშაოების შესრულება გამოცდილ მეთუნუქესთან ერთად;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკურ მიმართულებით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია, არა სავალდებულო);

შენიშვნა: დამწყებ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

უნდა იცოდეს ან მზად იყოს შეისწავლოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

** ლითონების სწორად ჭრის, ღუნვისა და მირჩილვის ძირითადი მეთოდები;
** მაკრატლებისა და სხვა ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი;
** სამარჯვების, საკონტროლო-მზომი იარაღებისა და სამუშაო ნახაზების გამოყენება;
** ნამზადის იდენტიფიცირება და მასალათმცოდნეობა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ადაპტირებულობა ცვლილებებისადმი;
** პროდუქტიულობა და პროფესიონალიზმი;

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ 2025 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მეთუნუქე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია