დასახელება:
ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე
|
მომწოდებელი:
CENN
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
|
თანდართული ფაილი:
659701_CENN___Geopark_Assessment_Tender_2799684.zip
|
"CENN", პროექტის "კავკასიის გეოპარკების ქსელის პროგრამა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე.
დავალების მიზანი: პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილია რეგიონული შეფასების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მონაცემების შეგროვებას შერჩეული გეოსაიტების საზღვრების დაზუსტებისა და იუნესკოს გეოპარკების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
კონტრაქტორ (ებ)მა უნდა შეისწავლოს შემოთავაზებული ტერიტორიების გეომემკვიდრეობა, მათი საერთაშორისო მნიშვნელობა და გეოპარკების ეროვნულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მრავალმხრივი, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე შემუშავებული გეოპარკის განვითარების კონცეფცია, კვლევებით დასაბუთებულ გეოგრაფიულ საზღვრებში.
საქართველოში შერჩეული გეოსაიტებია:
** ბოლნის - დმანისის გეოსაიტი
** უდაბნო - ქილა კუპრას გეოსაიტი
** ვარძია - ერუშეთის გეოსაიტი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შეთავაზება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@cenn.org ან ana.tsanava@cenn.org არაუგვიანეს 2025 წლის 3 სექტემბრისა.
თითოეული შერჩეული ტერიტორიისთვის მომწოდებელმა ცალკე-ცალკე უნდა წარმოადგინოს შეთავაზება (მაქსიმუმ სამი) - პროექტის განხორციელების აღწერა და გრაფიკი (Annex_1), ფინანსური წინადადება (Annex_2), CV-ები და სერტიფიკატები."
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური დავალება (ToR)
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** აპლიკანტის კვალიფიკაცია - 50 ქულა
** ფინანსური შემოთავაზება - 30 ქულა
** ვადები და მეთოდოლოგია - 20 ქულა
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
|
|
|
|