Робота для біженців з України
ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

ძირითადი ფუნქციები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება და მათი რეგულარული განახლება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, აღნიშნული რისკების მუდმივი შეფასება და კონტროლი მათი მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველყოფად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების გამოვლენილი რისკების შემცირების სტრატეგიების შემუშავება და მათ დანერგვაში აქტიური მონაწილეობა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღება;
** მარეგულირებელი ორგანოს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვის მიზნით, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შესაბამისობაში მოყვანა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის სასწავლო პროგრამების/ტრენინგების შემუშავება და ჩატარება ბანკის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** ბანკში არსებული კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის კომპონენტებზე დაკონფიგურირებული პოლიტიკებისა და წესების შესაბამისობის მონიტორინგი;
** ბანკში არსებულ მოწყობილობებზე კონფიგურაციების სტანდარტების შემუშავება;
** ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების შემოწმების მიზნით, სიმულაციური ტესტების/სავარჯიშოების მომზადება და ტესტირების უზრუნველყოფა;
** მკაფიო, გასაგები და ლაკონური რეკომენდაციების მომზადება IT გუნდებისა და მენეჯმენტისთვის, ინციდენტის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების შესახებ;
** ბანკის თანამშრომლების რეგულარული ტესტირება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებისა და რისკების შესახებ ცოდნის დასადგენად და მათ შესაფასებლად;
** უსაფრთხოების პროცესებში არსებული ხარვეზების გამოსავლენად და მათი გაუმჯობესების მიზნით მომხდარი ინციდენტების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** თანამშრომლების ინფორმირება არსებული აქტუალური შეტევის მეთოდებსა და მოსალოდნელი საფრთხეების ტენდენციებზე;
** სხვადასხვა ტიპის ინციდენტების მიხედვით, ინციდენტებზე რეაგირების სახელმძღვანელოების შემუშავება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მათ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, მინიმუმ, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ბანკში, ან ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, შემდეგი სერტიფიკატებიდან ერთ-ერთის ქონა: ISACA -CISA, CISM, CRISC
** კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მწარმოებლებისა და მათი გადაწყვეტილებების ზოგადი ცოდნა.

უნარები:

** კარგად განვითარებული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე