Робота для біженців з України
ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი

ძირითადი ფუნქციები:

** ინციდენტების მართვისა და ოპტიმიზაციის სხვადასხვა პოლიტიკების/წესების შემუშავება და მართვა ცენტრალიზებული უსაფრთხოების ინფორმაციისა და მოვლენების მართვის სისტემაში (SIEM);
** ცენტრალიზებული უსაფრთხოების ინფორმაციისა და მოვლენების მართვის სისტემაში (SIEM), ბანკის ქსელში ჩართული სისტემებიდან ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების/ინციდენტების log-ების შეგროვების უზრუნველყოფა;
** მავნე პროგრამების ანალიზი;
** უსაფრთხოების განგაშის შეტყობინებების, არსებული ანომალიების გამოკვლევა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** საპასუხო ქმედების განხორციელება ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე, როგორიცაა სისტემაში შეჭრა/შეჭრის მცდელობა, მავნე პროგრამების ქსელში გაშვება/გაშვების მცდელობა, სისტემის შიგნით არსებული საშიშროებები, DDOS შეტევები და ა.შ.
** უსაფრთხოების ინციდენტების მასშტაბის, მისი ხასიათისა და გავლენის ხარისხის დადგენა და მათი შემაკავებელი ზომების მიღება;
** დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და სისტემის დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად;
** კიბერუსაფრთხოების ინციდენტებზე დროული რეაგირება და პრევენციული ზომების მიღება შემდგომში მათი თავიდან აცილების/მინიმიზაციის მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მტკიცებულებების შეგროვება საგამოძიებო, ან სამართლებრივი პროცესების მხარდასაჭერად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის გამომწვევი მიზეზის ძირეულად შესწავლა და საჭირო რეკომენდაციების მომზადება სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით;
** უსაფრთხოების პროცესებში არსებული ხარვეზების გამოსავლენად და მისი გაუმჯობესების მიზნით, მომხდარი ინციდენტების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** SOC (ინფორმაციული უსაფრთხოების მონიტორინგის ცენტრის) ინჟინრებთან და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინციდენტზე რეაგირების, პროცესების ავტომატიზაციისა და რეაგირების დროის მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, IT გუნდებისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** ბანკის ქსელში არსებულ ინფორმაციულ აქტივებზე შეღწევადობის ტესტირების ჩატარება და დეტალური შეფასების ანგარიშის მომზადება;
** ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების შემოწმების მიზნით, სიმულაციური ტესტების/სავარჯიშოების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ინციდენტების შესახებ სხვადასხვა მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც ტექნიკური, ასევე არატექნიკური გუნდებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** კიბერუსაფრთხოების ინციდენტზე პასუხის/ციფრული ექსპერტიზის/საფრთხის ანალიზის მიმართულებით, მინიმუმ, 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** SIEM პლატფორმებთან (Splunk, QRadar, ArcSight) მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინსტრუმენტების (NG-Firewalls, WAF, EDR/XDR, PAM, DLP)
ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება;
** მავნე პროგრამების ანალიზის ტექნიკებისა და სავარჯიშო გარემოს ცოდნა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საგანგაშო სიგნალების სწორად შეფასების გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის მავნე პროგრამების, ფიშინგის, ქსელში შეჭრის შემთხვევებზე;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე