Робота для біженців з України
HR & People ანალიტიკის XVIII კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR & People ანალიტიკის XVIII კურსი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ვაცხადებთ რეგისტრაციას HR & People ანალიტიკის XVIII ჯგუფზე განახლებული სილაბუსით.

HR ანალიტიკის მოცემული ტრენინგი არის პირველი და უნიკალური ქართულ სივრცეში, შემუშავებულია სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოცემული ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითაროს ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც მისცემს მათ საშუალებას:

** გადავიდნენ HR-ს სტრატეგიულ დონეზე
** ისაუბრონ მონაცემებით და არა ემოციებით
** შეეძლოთ თანამშრომელთა ქცევაზე დაკვირვება და ანალიზი
** მოამზადონ პროექტები, ინიციატივები და რეპორტები კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე
** იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები და ინიციატორი და არა შემსრულებელი
** დაამკვიდრონ და განამტკიცონ HR-ს უმნიშვნელოვანესი და თანამედროვე როლი ბიზნეს განვითარებაში
** გახდნენ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალები.

ტრენინგი განკუთვნილია: HR სფეროს წარმომადგენლებისა და იმ პირებისათვის, ვინც ფაქტობრივად ასრულებს HR-ის როლს კომპანიაში.

კურსზე დასწრების წინაპირობას წარმოადგენს Excel-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

HR სტრატეგია - 4 შეხვედრა:

** HR მონაცემების დამუშავების, ასევე რეპორტინგის მნიშვნელობა და გავლენა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე
** HR ანალიტიკის სიმწიფის დონეები
** HR მონაცემების აღრიცხვის სისტემის შემუშავება, დანერგვა
** მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებაში HR სოფტის როლი და ალტერნატიული მეთოდები
** საპროგნოზო ანალიტიკა და მოდელირება
** გადინების რისკის პროგნოზირება
** ჩართულობის ინდიკატორები
** 9 Box Grid და HiPo გეგმარება
** სამუშაო ძალის პროგნოზირება (Workforce Forecasting)
** ორგანიზაციული ქსელის ანალიტიკა და არაფორმალური გავლენები (ONA)
** HR KPIs vs HR მეტრიკები
** KPI შექმნა
** 20 ძირითადი HR მეტრიკა და მათი გამოანგარიშების ფორმულები
** რეპორტინგი - წლიური და კვარტალური ანგარიშებისთვის მომზადება დეშბორდების მეშვეობით
** ანგარიშგების სტრატეგია სხვადასხვა ადრესატისთვის
** HR სტრატეგიის შემუშავება

Excel for HR - 11 შეხვედრა

** აბსოლუტური, ფარდობითი და შერეული მისამართები, Flash Fill, Paste Special. Table Format. Name Manager. Duplicates. Go to
ლოგიკური ფორმულები (IF, IFERROR, AND, OR)
** სტატისტიკური და მათემატიკური ფორმულები (AVERAGEIFS, COUNTIFS, SUMIFS, COUNTA, COUNTBLANK, MODA, MEDIAN)
** Conditional Formatting (Highlight Cells Rules). Conditional Formatting with Formulas, TEXT TO COLUMNS.
** თარიღის ფორმულები (TODAY, NOW, DAY, MONTH, YEAR, DATE, WORKDAY, NETWORKDAYS, NETWORKDAYS.INTL, WEEKDAY, DATEDIF.
** მონაცემთა ძებნის ფორმულები (VLOOKUP, HLOOKUP, INDEX, MATCH), DATA VALIDATION.
** მონაცემების იმპორტი შიტებსა და ფაილებს შორის
** Pivot. მონაცემთა ვიზუალიზაცია. Charts.
** დინამიური გრაფიკები
** INTERACTIVE EXCEL DASHBOARDS
** სიახლე - საპროგნოზო ანალიტიკის ფორმულები

ტრენერები:

ირინა შალამბერიძე - HR სფეროში 20 + წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, სხვადასხვა ინდუსტრიებში HR დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰედჰანთერი, აკრედიტებული ტრენერი, ლექტორი, HR კონსულტანტი, HR4 Business დამფუძნებელი და დირექტორი.

ნანა კაციაშვილი - საოფისე პროგრამების ტრენერი და პედაგოგი - ITVET აიტი აკადემიისა და სხვადასხვა სახელმწიფო კოლეჯებში, ასევე კომერციული ორგანიზაციებისთვის სწავლების 25 წლიანი გამოცდილებითა და ევროპული სტანდარტის სერტიფიცირებით, მონაწილეთა საერთო რიცხვი - 5000-ზე მეტი.

განრიგი და საფასური:

** ტრენინგის ჩატარების პერიოდი 2025 წლის 22 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველი ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. სულ 15 შეხვედრა.
** სრული კურსის საფასური: 799 ლარი (ორივე მოდულის აღების შემთხვევაში)
** შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა - 50 % -50 % ტრენინგის დაწყებამდე დაფარვით.
** 31 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 15 %-იან ფასდაკლებას, ხოლო 10 სექტემბრის ჩათვლით - 10 %-იანს.
** მოქმედებს საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის სისტემა.

მომხმარებლების თხოვნით, HR ანალიტიკის ტრენინგს ცალკეული მოდულების სახით გთავაზობთ.

აირჩიე შენთვის სასურველი მიმართულება:

** HR სტრატეგია - 300 ლარი:
** EXCEL FOR HR - 650 ლარი:
** სრული ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 საათი, 15 შეხვედრა.
** განრიგი: 19:30 სთ-21:30 სთ
** ფორმატი: ონლაინ / Zoom
** ტრენინგის დასასრულს გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

ტრენინგის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/x5PFLQj5XwNXPn9S6

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: irina@hr4b.ge, ან დაგვირეკეთ 591 96 11 11
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე