დასახელება:
ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პიელ ნატურალსი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართული კომპანია "პიელ ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.
კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;
ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.
"პიელი" აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.
ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 40 საათი; შაბათ-კვირა დასვენება
ლოკაცია: ნუცუბიძის მე-4 პლატო (ოფისი)
ანაზღაურება: 1 200-1 500₾
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების ძიება საერთაშორისო ბაზაზე, კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება;
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება;
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი და მართვა;
** პოტენციური დისტრიბუტორების მოძიება;
** amazon, etsy მართვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ინგლისურის ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები:
** მეგობრული, თბილი გარემო,
** პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები,
** წამახალისებელი საჩუქრები და გათამაშებები კომპანიის მხრიდან,
** უფასო პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები.
გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|