Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

უშუალო ხელმძღვანელი - ბარის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სასმელების მომზადება, სტუმრების მომსახურება

ძირითადი ფუნქციები:

** სტუმრების მომსახურება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სასმელების მომზადება და მომზადებისას წინასწარ გაწერილი პორციების ზუსტი დაცვა;
** ბარის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ბარში მარაგების მიღებისას/გამოყენებისას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
** მენიუში წარმოდგენილი სასმელების სპეციფიკის, შემადგენლობისა და გემოს შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;
** შეკვეთების მიღება, საჭიროებისას მენიუში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება, რეკომენდაციის გაწევა;
** საჭიროებისას შეკვეთის საერთო ხარჯების მომზადება და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული რეაგირება და სამომავლო პრევენცია;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება და ხელმძღვანელის ინფორმირება
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@badagonihospitality.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე