დასახელება:
პედაგოგ-ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ოთახი ეზოში
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
ორგანიზაცია "ოთახი ეზოში" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგ-ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
ინკლუზიურ გარემოში, რომელიც შედგება: საბავშვო შემოქმედებითი სტუდიის, ზრდასრული შშმ პირებისა და ხანდაზმულებისაგან ვეძებთ ადამიანს, რომლის მოვალეობებიც იქნება:
** ორდღიანი ტრენინგის გავლა თემაზე "ინკლუზიური განათლება"
** ერთკვირიანი პრაქტიკა ინკლუზიურ სივრცეში
** სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და შშმ პირებისთვის სივრცის ორგანიზება და საქმიანობების დაგეგმვა
** შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა: მათთან ერთად აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** შშმ პირების დასაქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვა და სხვა კომპანიებთან
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 24 საათი/კვირაში სამი დღე
ანაზღაურება თვეში: 750 GEL (ხელზე ასაღები)
სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი გქონდეთ: ინკლუზიური განათლების სფეროში ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: koko.uchaneishvili@gmail.com
მისამართი: თბილისი, გერონტი ქიქოძის 16, "ოთახი ეზოში"
|
|
|
|