დასახელება:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Houzer Group
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"ჰაუზერ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
** ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია (Google Ads, Meta Ads, YouTube, LinkedIn, Whatsapp და სხვ.)
** მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა და კონტენტის დარეკლამება სამიზნე აუდიტორიაზე;
** სარეკლამო ბიუჯეტის მართვა და ანალიზი;
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებლების ჩართულობის გასაუმჯობესებლად;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;
** ციფრული კონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
** ციფრული კონტენტის ეფექტურობის მონიტორინგი, შეფასება - სტატისტიკების, რეპორტებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ყოველი თვის ბოლოს;
** SEO-ს საბაზისო პრინციპების გათვალისწინება სტატიების მომზადების და კონტენტის განთავსებისას;
** არსებული კონტენტის პერიოდული განახლება და ოპტიმიზაცია;
** სხვა ციფრული არხებიდან (მაგ. სოციალური მედია) ვებგვერდზე ტრეფიკის მომართვის უზრუნველყოფა;
** ქოფირაითინგი - ბრენდის საკომუნიკაციო ტონის შესაბამისად კონტენტისთვის ტექსტების დაწერა.
საკონტაქტო ელფოსტა: info@houzer.ge
|
|
|
|