Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659541&print=yes&view=jobs
 
წარმოების ინჟინერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ინჟინერი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.
** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;
** სამუშაო ნახაზების დაგეგმვა;
** მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება საინჟინრო დეპარტამენტთან
** კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა
** პასუხისმგებლობის აღება, კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრასა და შენარჩუნებაზე.
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების განყოფილებისთვის;
** ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სწორად შენახვა.
** გაკონტროლება შესაბამისი შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის.
** წარმოების ეფექტური დაგეგმვა;
** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება
** წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლოს მიმართულებით;
** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლიდერობის უნარი
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ინჟინერი
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია