დასახელება:
სტაჟირება - უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის სტაჟირების პროგრამაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ქ. თბილისში.
სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:
** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას;
** ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას;
** ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას;
** სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს;
** მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი
** სტაჟირების ვადა: 1 თვიდან 2 თვემდე
შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება - უნივერსალური მოლარე-ოპერატორი".
|
|
|
|