დასახელება:
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მაიამედი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აპარატურის იმპორტიორი კომპანია "მაიმედი" (https://mayamed.ge/ka) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, მხატვრის ქუჩა 23
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
1. გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ფუნქციები:
** გაყიდვების სტრატეგიის მართვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში.
- სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.
** გუნდის მართვა და პროცესების ორგანიზება
- გაყიდვების გუნდის სამუშაო გეგმის შედგენა.
- დავალებების ეფექტური დელეგირება.
- გუნდის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
** გაყიდვების პროცესების მონიტორინგი და განვითარება
- გაყიდვების ყოველდღიური და პერიოდული მონაცემების ანალიზი.
- ეფექტური გაყიდვების გეგმის შექმნა და განხორციელების უზრუნველყოფა
- გაყიდვების პროცესებში უშუალო ჩართულობა და სტიმულირების ხელშეწყობა.
** პარტნიორებთან ურთიერთობა
- საკონსიგნაციო პერიოდების მონიტორინგი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
- პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობის განვითარება.
** ანალიტიკა და რეპორტინგი
- ყოველთვიური გაყიდვების შედეგების და გუნდის მუშაობის ანალიზი.
- შედეგების წარდგენა გენერალურ დირექტორთან, რეკომენდაციებითა და განვითარების გეგმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან სამედიცინო მიმართულებით;
** გუნდის ხელმძღვანელის, მმართველ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო სფეროს მიმართულებით, სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** გუნდის ლიდერობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
ანაზღაურება: ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე.
2. გაყიდვების მენეჯერი
ფუნქციები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზუსტი ცოდნა;
** ყოველდღიური გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** კომპანიის მძღოლთან კოორდინირებულად, შეკვეთების ვადებში და დროულად მიწოდებაში ჩართულობა,
** გაყიდული პროდუქციის გაწერა ფინაში და ნაშთების კონტროლი;
** შესყიდვების მენეჯერის ინფორმირება, რაოდენობასა და შესაკვეთ პროდუქციაზე;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ექიმებთან; პროდუქტის გაყიდვის შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნება;
** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მონიტორინგი და მონაწილეობის მიღება, კონკურენტული პირობებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** B2B გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები:
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ათვისების უნარი; (პროდუქციის მახასიათებლების, სამედიცინო ტერმინების და ა.შ)
** დარწმუნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში დაგხვდებათ:
** მხარდამჭერი გუნდი;
** კომფორტული, მეგობრული გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვა, კომპანიის მხრიდან;
** ტრენინგების დაფინანსება და სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი + ბონუსი
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: office@mayamed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
"მაიამედი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|