Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მაიამედი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აპარატურის იმპორტიორი კომპანია "მაიმედში" (https://mayamed.ge/ka) ვეძებთ ტალანტს, რომელიც გაუძღვება მარკეტინგულ მიმართულებას.

მისამართი: თბილისი, მხატვრის ქუჩა 23
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი

ფუნქციები:

** მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, LinkedIn) მართვა;
** კომპანიის საიტის CMS სისტემის ადმინისტრირება;
** სარეკლამო მასალების (ბუკლეტები, კატალოგები და სხვა) დამზადების პროცესის უზრუნველყოფა.
** კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
** გაყიდვების აქტივობების მარკეტინგული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის და/ან პიარის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე და ზემოთ);
** Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;
** სასურველია დიზაინის პროგრამების (Canva, Adobe Photoshop/Illustrator) საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და საორგანიზაციო უნარები
** გუნდთან თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: office@mayamed.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი.

"მაიამედი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე