Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659513&print=yes&view=jobs
 
თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტიმულირება სავაჭრო წერტილებში (სხვადასხვა აქციების, პრომო აქტივობების და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და განხორციელება;
** POS მატერიალების მოძიება და შეძენილი მასალების მართვა და კონტროლი;
** სხვადასხვა სახის აქტივობებზე, ღონისძიებებზე ბრენდის წარმოდგენა;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** ბრენდის ხილვადობის გაუმჯობესება (დამატებითი ადგილების მოძიება სხვადასხვა სავაჭრო არხებში, ქსელებში) და მოძიებულ ლოკაციებზე სტენდების გამართვა;
** კონკურენტის აქტივობების ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
** თითოეული აქტივობის ეფექტურობის შეფასება და რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტისთვის;
** ტრეიდ მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა, როგორც დისტრიბუტორებისთვის, ასევე გაყიდვების წერტილებზე;
** მჭიდრო კომუნიკაცია მარკეტინგთან, დაგეგმილი აქტივობის დროულად გასავრცელებლად სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლითაც მოხდება სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge.
სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია