დასახელება:
მხაზველი
|
მომწოდებელი:
ჯეო-გლასს
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი" წარმოადგენს მინა-პაკეტის წამოებას. კომპანია 20 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარებით.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მხაზველის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაპროექტებული შენობებისთვის ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემებისათვის ნახაზების მომზადება პროგრამა Orgadata-ში;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთისთვის კონსულტაციის ჩატარება და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
** ნახაზების შესაბამისობაში მოყვანა სამშენებლო ნორმებთან და კომპანიის სტანდარტებთან;
** საჭიროებების შემთხვევაში ნახაზში კორექტირებების დროული შეტანა ცვლილებების შესაბამისად;
** ტექნიკურ ჯგუფთან (პროექტის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი, ხელოსანი) მჭიდრო თანამშრომლობა;
** შესრულებული ნახაზების დაარქივება და დოკუმენტაციის შენახვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან საინჟინროს მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მხაზველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა Orgadata-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** შემოქმედებითი და ტექნიკური აზროვნის მქონე;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-17:00 (ორშაბათი-პარასკევი), 9:00-15:00 (შაბათი);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თქვენს მიერ შექმნილ და დახაზულ პროექტების ნიმუშებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@metalgeorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მხაზველი".
შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.
შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|