დასახელება:
აკადემიური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
English Language Academy - Levels
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ვაკე, კრწანისი
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** სილაბუსების და სასწავლო პროგრამების გაწერა, რომელიც სრულად გამოხატავს სასწავლო მიზნებსა და სტანდარტებს
** აკადემიური პროცესის მენეჯმენტი და ზედამხედველობა
** კურსებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო მასალების და წიგნების მოძიება
** კემბრიჯის პლატფორმის შესწავლა, როგორც მასწავლებლების, ისე სტუდენტების დახმარების მიზნით
** გაკვეთილებზე რეგულარული დასწრება, გაკვეთილების ხარისხის მონიტორინგი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში გამოსავლის მოძიება
** სისტემატური უკუკავშირის უზრუნველყოფა მასწავლებლებთან;
** ტრენინგების და შეხვედრების ჩატარება მასწავლებლებისთვის, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ.
** ტესტების მომზადება და შესწორება
** სწავლის პროცესში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა
** სწავლის სტანდარტების დაცვა და აკადემიური საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესება
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესების შესაბამისად, სამომავლო ხედვის განვითარება, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობა და დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია განათლების სფეროში)
** მასწავლებლის საერთაშორისო სერტიფიკატი (CELTA/DELTA)
** მასწავლებლობის გამოცდილება (მინიმუმ 3-5 წელი), სასურველია საერთაშორისო სკოლებსა ან პროგრამებში.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აკადემიური მენეჯერის და მასწავლებლის როლში
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1 და ზევით)
** გუნდში მუშაობის უნარი და ლიდერული თვისებები
** პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული უნარების გამომჟღავნება
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასს - 2000 ლარი;
** მზარდ კომპანიას, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
** მეგობრული და ინოვაციური სამუშაო გარემო.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@levels.ge დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|