Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659321&print=yes&view=jobs
 
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: მაქსთერმი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება;
** გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
** სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; შესვენება 1, 5 საათი
** ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი: 300-1000 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია