Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659302&print=yes&view=jobs
 
ქსელის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ოპერატორი
მომწოდებელი: ფარმანეტი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 12ა კორპ.5.
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1875 ლ. (დაუბეგრავი), შემდგომში გაზრდის პერსპექტივით.
სურვილის შემთხვევაში, 6 თვის მუშაობის შემდეგ, კომპანია სრულად დააფინანსებს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით. გათვალისწინებულია სხვა ბენეფიტებიც.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული დეფექტურის შეკვეთა.
** რიგ შემთხვევებში მიღებული პროდუქციის დასტიკერება, დაფასოება.
** მიღებული პროდუქციის შეყვანა პროგრამა აპექსში.
** პროდუქციის ფასების სიზუსტის რეგულარული კონტროლი.
** ოპერატიული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამედიცინო ფარმაცევტული განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office საშუალო დონე ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები
** კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@pharmanet.ge.

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 20 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია