დასახელება:
ბიზნესის განვითარების და ციფრული ტრანსფორმაციის სამს. უფროსი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ბიზნესის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
** ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
** ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიების კუთხით არსებული ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესწავლა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
** სამომხმარებლო ქცევის და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი კომპანიაში არსებული სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
** მომხმარებლის მიზნებისა და საჭიროებების განსაზღვრა და ბიზნეს მოთხოვნებად გარდაქმნა;
** ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური ანალიზი, ახალი შესაძლებლობის იდენტიფიცირების მიზნით;
** ახალი ციფრული პროექტების კონცეფციის შემუშავება, დეტალური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია
** პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და კომერციული მომგებიანობის ანალიზის მომზადება;
** პროექტის განვითარების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
** დამტკიცებული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
** ახალი ციფრული პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
** ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი კვლევების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
** ციფრული პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების შემუშავება;
** შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** ციფრული პროექტების განვითარებაში ჩართული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კოორდინაცია;
** სფეროს განვითარების იდეების გენერირება, ქართულ და არაქართულ ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური და ციფრული ინოვაციების შესახებ პრეზენტაციების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება IT პროექტების, ქსელური და მობილური აპლიკაციების განვითარების კუთხით ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|