Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=659014&print=yes&view=jobs
 
პაციენტთა კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პაციენტთა კოორდინატორი
მომწოდებელი: მედიქსი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სამედიცინო ტურიზმის კომპანია "მედიქსი" ეძებს პაციენტთა კოორდინატორს.

თუ ხარ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და გინდა იმუშაო სფეროში, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს გამოჯანმრთელებასა და უკეთეს მომავალს სთავაზობს — ეს შანსი შენთვისაა!

რა გევალება?

** პაციენტებთან უშუალო კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დამუშავება დადგენილი წესის მიხედვით;
** მიმდინარე პროცესების ანალიზი და რეპორტინგი;

ვის ვეძებთ?

პუნქტუალურ და კომუნიკაბელურ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელსაც ჩვენ თვითონ შევასწავლით ჩვენი საქმიანობის სპეციფიკას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად მეტყველება და წერა ქართულ ენაზე;
** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
** გამოცდილება არ არის სავალდებულო — ჩვენთვის მთავარი შენი მოტივაცია და სურვილია!

რას გთავაზობთ?

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას ჯანმრთელობის ტურიზმის სფეროში;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდთან ერთად;
** გამოცდილების მიღების უნიკალურ შანსს სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში;

ფიქსირებულ ანაზღაურებას + მაღალი საბონუსე სისტემა.

როგორ შემოგვიერთდე:

გამოგვიგზავნე შენი CV ელ-ფოსტაზე: contact@medix.ge

ან მოიტანე პირადად: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 116 ("დიდუბე პლაზა")

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.08.2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია