Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658968&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია. კომპანია "მედიქალ ვორლდის" ერთ-ერთი მიმართულებაა Medical World Spa&Wellness, რომელიც მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ.3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: 1500 ლარი (საბონუსე სისტემა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან, ლაბორატორიული სერვისების ყოველდღიური/გეგმური ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება;
** კლინიკის სერვისების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა;
** ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია) ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და სერვისების შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების  შესწავლა და განხილვა, შესრულებული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელ პირებთან;
** ხელმძღვანელის წინაშე სავალდებულო საქმიანობის მიღწეული შედეგის და პროგრესის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის რეგულარული ანგარიშგება.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი განცდა;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების დაფარვით უზრუნველყოფა;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: 20-50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ ანალიზებზე (ეხება ოჯახის წევრებსაც);

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge; https://mspa.ge.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია