Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658957&print=yes&view=jobs
 
Growth Marketer
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Growth Marketer
მომწოდებელი: Growth Hunters
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"Growth Hunters"-ში ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ Growth Marketer-ს, რომელიც ჩაიბარებს, უხელმძღვანელებს და გაზრდის სააგენტოში არსებულ რამდენიმე პროექტს.

"Growth Hunters" არის დინამიური და სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც გროუს მარკეტინგის და ჰაკინგის კულტურით ავითარებს კომპანიებს და მათ შედეგებს.

იხ. კომპანიის პორტფოლიო.

დეტალები, რომლებიც დაგაინტერესებს:

** ფიქსირებული 2000 ₾ და ბონუსი განხორციელებული კამპანიებისა ან/და ახალი სერვისის დამატების შემთხვევაში;
** სამუშაო გრაფიკი: Full time / On-site (ორშაბათი-პარასკევი) 11:00-19:00 სთ (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ლოკაცია: ვაკე, მოსაშვილის ქ.
** მეგობრულ და დინამიურ გუნდში მუშაობა
** პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობა

შენი სამუშაო სპეციფიკა იქნება:

** პარტნიორი კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ზრდის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება კომპანიის სახელით;
** პარტნიორთან ქონთენთისა თუ საჭირო მასალის გაზიარება, დადასტურება, უკუკავშირის მიღება და გუნდში ინფორმაციის გავრცელება;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და ოპტიმიზაცია გუნდთან ერთად, თასქების დელეგირება და კონტროლი;
** ყოველთვიური პოსტინგ კალენდრების მომზადება და გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია თითოეული პროექტის ჭრილში;
** გადაღებების დაორგანიზება და მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში ვიდეოგრაფთან ერთად გადაღებაზე დასწრება;
** ახალი პარტნიორებისთვის ხელშეკრულების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახლება და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება.

რა მოლოდინები გვაქვს შენგან:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვაში
** გამოცდილება Prompt-ებით ურთიერთობაში LLM მოდელებთან
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** დროის მართვის და მრავალპროექტიანი გარემოს ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება გადადი ბმულზე: https://forms.gle/CTPwzR6413pUXQup7

ბმულის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და შეინახოს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია