Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=658949&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (https://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. (https://www.primeglobal.net) კომპანია აცხადებს სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში.

ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია

რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:

** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
** შიდა ტრენინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 15 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია