Робота для біженців з України
მეღვინის ასისტენტი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეღვინის ასისტენტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მეღვინის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: (აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონები)
ანაზღაურება: 1100 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მაღალხარისხოვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში, სრული ტექნოლოგიური ციკლის დაცვით მონაწილეობის მიღება;
** რთველისა და ყურძნისთვის საჭირო ხელსაწყოების გამართულად და ჰიგიენური ნორმების დაცვით შემოწმების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამისი ანალიზის საფუძველზე რთველის ვადების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
** მასალების და მანქანა-დანადგარების ყურძნის გადასამუშავებლად მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ყურძნის და მისი წვენის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარის ტექნიკური და ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;
** ღვინის ტექნოლოგიური სქემის მიხედვით დამუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საწნახლის, ქვევრის, წნეხის და სხვა ტექნიკური დანადგარების გარეცხვა, დეზინფექციის ჩატარება და მწყობრში მოყვანა;
** ჩამოსასხმელი დანადგარების სტერილურობის უზრუნველყოფა;
** ნარჩენი ლექის მოვლისა და შენახვის ოპერაციების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** პროფესიული განათლება აგრარული მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი,
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მეღვინის ასისტენტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე