დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
D Block
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეები "D Block" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 14.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული და საცალო გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
** არსებული და ახალი პროდუქტების შესწავლა და ბიზნეს მოთხოვნებზე დაფუძნებული შეთავაზებების მომზადება;
** ბაზრის კვლევა, პოტენციური მომხმარებლების/კონტრაქტორების იდენტიფიცირება და ბაზების წარმოება;
** მომხმარებლების საჭიროებების ინდივიდუალური ანალიზი და რელევანტური შეთავაზებების მომზადება;
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** სატენდერო შეთავაზებების მომზადება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი;
** ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ლოჯისტიკის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** კონტრაქტორებთან კომუნიკაცია და მათი მუშაობის კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, შეთავაზება, ინვოისი) მომზადება და მიწოდება;
** ღონისძიების პროცესის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგი.
საჭირო უნარები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან ბიზნესის განვითარებაში;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
კომპანია (შპს "აჭარა ჯგუფი"; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/B7cAMWmc2w
|
|
|
|